Sunday 16 December 2018

კურსის შეჯამება

     კმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი ყველას ვინც ხელმძღვანელობს ისტ-ის ტრენინგებს.გავიარე ინტელის  ტრენინგი, "პროექტით სწავლება'' .მადლობას ვუხდი ტრენერს ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს,რომელმაც არცერთი საკითხი არ დაგვიტოვა ყურადღების მიღმა და დეტალურად შეგვასწავლა ყველაფერი. მომეწონა tpdc.ge essentials/ ინტელის სახელმძღვანელო-viewer ,რომელშიც ძალიან ბევრი სასარგებლო მასალა და რესურსია თავმოყრილი.მე  ხშირად გამოვიყენებ მას. მოსწავლეებს შევთავაზებ ხოლმე პროექტებით სწავლებას,ვფიქრობ მოეწონებათ და უფრო სახალისო იქნება მათთვის. პროექტებით სწავლება დაეხმარება მოსწავლეებს უფრო სიღრმისეულად ისწავლონ ესა თუ ის საკითხი.
   ტრენინგის განმავლობაში ვისწავლე drive-ზე მუშაობა.საქაღალდეებს შექმნა და ფაილების ჩაწყობა საქაღალდეებში.ვისწავლეთ როგორ დავწერო პროექტის გეგმა,რა ძირითადი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინო .შევქმენით ბუკლეტები.მოვამზადეთ პრეზენტაციები. გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმებს და სქემებს.
  ასევე,ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე მუშაობა.ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ პოსტები ბლოგზე.როგორ უნდა დავათვალიეროთ სხვისი ბლოგი და შევაფასოთ კომენტარის მეშვეობით.
     ხშირად გვქონდა  შეფერხებები ინტერნეტის შეწყვეტის გამო.იყო სიცივეს და დაღლილობაც თუმცა საბოლოოდ მაინც კარგი და ნაყოფიერი ტრენინგი გამოვიდა.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე 

Friday 14 December 2018

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ drive-ში ,დოკუმენტები ჩავალაგეთ,გადავანაწილეთ შესაბამის საქაღალდეებში.ვისწავლეთ როგორ დავწეროთ კომენტარი სხვის ბლოგიზე გამოქვეყნებულ პოსტზე ან ატვირთულ მასალაზე.განვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკა დეტალურად.

Sunday 9 December 2018

მე-5 და მე-6 დღის რეფლექსია

გავეცანით პროექტის პრეზენტაციის ძირითად შემადგენელ ნაწილებს.გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ასევე გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუში (პრეზენტაცია) ასევე ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ვიმუშავეთ ჩეკლისტებზე და შეფასების სხვადასხვა ფორმებზე.

მოსწავლის ნიმუში

პროექტის პრეზენტაცია

Saturday 1 December 2018

პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობა

რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?
  • იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
  • იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
  • მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
  • მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას.

Thursday 29 November 2018

მესამე დღის რეფლექსია

 ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ გუგლის სერვისებში. ვისწავლეთ Drive-ზე საქაღალდის შექმნა , ფაილების ატვირთვა და სხვისთვის გაზიარება.შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ ბლოგზე ახალი პოსტების განთავსება და გამოქვეყნება. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.

პირველი-მეორე დღის რეფლექსია

 2018 წლის 24 ნოემბრიდან დავიწყე ტრენინგ კურსი "INTEL-ის პროექტებით სწავლება.გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს tpdc.ge/essentials-ზე.შევქმენით საქაღალდე და კიდევ მასში ექვსი საქაღალდეს ,სადაც თანმიმდევრულად ვინახავთ საჭირო მასალებს.გავეცანით პროექტით სწავლების გეგმას და კურსის რესურსებს.
   განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვერსია ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.შევარჩიეთ პროექტის თემა და განვსაზღვრე პროექტის ბოლოს მისაღწევი მიზნები ესგ-ს სტანდარტიდან გამომდინარე. გავეცანით ბუკლეტის შაბლონებს და შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ფორმა, ბუკლეტი გავაფორმეთ სურვილისამებრ .ტრენინგზე ნასწავლი ინფორმაცია ჩემთვის იყო სიახლე , ძალიან სასარგებლო და საჭირო.