კმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი ყველას ვინც ხელმძღვანელობს ისტ-ის ტრენინგებს.გავიარე ინტელის ტრენინგი, "პროექტით სწავლება'' .მადლობას ვუხდი ტრენერს ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს,რომელმაც არცერთი საკითხი არ დაგვიტოვა ყურადღების მიღმა და დეტალურად შეგვასწავლა ყველაფერი. მომეწონა tpdc.ge essentials/ ინტელის სახელმძღვანელო-viewer ,რომელშიც ძალიან ბევრი სასარგებლო მასალა და რესურსია თავმოყრილი.მე ხშირად გამოვიყენებ მას. მოსწავლეებს შევთავაზებ ხოლმე პროექტებით სწავლებას,ვფიქრობ მოეწონებათ და უფრო სახალისო იქნება მათთვის. პროექტებით სწავლება დაეხმარება მოსწავლეებს უფრო სიღრმისეულად ისწავლონ ესა თუ ის საკითხი.
ტრენინგის განმავლობაში ვისწავლე drive-ზე მუშაობა.საქაღალდეებს შექმნა და ფაილების ჩაწყობა საქაღალდეებში.ვისწავლეთ როგორ დავწერო პროექტის გეგმა,რა ძირითადი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინო .შევქმენით ბუკლეტები.მოვამზადეთ პრეზენტაციები. გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმებს და სქემებს.
ასევე,ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე მუშაობა.ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ პოსტები ბლოგზე.როგორ უნდა დავათვალიეროთ სხვისი ბლოგი და შევაფასოთ კომენტარის მეშვეობით.
ხშირად გვქონდა შეფერხებები ინტერნეტის შეწყვეტის გამო.იყო სიცივეს და დაღლილობაც თუმცა საბოლოოდ მაინც კარგი და ნაყოფიერი ტრენინგი გამოვიდა.
No comments:
Post a Comment